“ისეთ ობიექტებს დავბომბავთ, რომლებსაც აქამდე არ ვეხებოდით“– პუტინი უკრაინისთვის დასავლური რაკეტების მიწოდების საპასუხოდ

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაავლეთის მიერ უკრაინისთვის შორსმსროლელი არტილერიის და რაკეტების მიწოდების შემთხვევაში რუსეთი შეტევას მიიტანს ისეთ მიზნებზე, რომლებსაც “ჯერ არ ეხება.“

რუსულ მედიასთან საუბრისას პუტინმა დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა:

“თუ დასავლეთი კიევს დიდი სიშორის რაკეტებს მიაწვდის, რუსეთი დასკვნებს გააკეთებს, გამოვიყენებთ ჩვენს საშუალებებს და დარტყმას მივიტანთ  იმ ობიექტებზე, რომლებსაც ჯერ არ შეხვხებივართ“–განაცხადა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების,  HIMARS–ის და MLRS–ის მიწოდება არსებითად ძალთა ბალანსში არაფერს ცვლის, რადგან ასეთი სისტემები კიევს ადრეც ქონდა, ახლა კი უბრალოდ დანაკარგის შევსება ხდება.