“ელექტრონულად ჩატარება’-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა. ‘საქართველოში’ იგულისხმება ურბანული ცენტრები.

სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი – ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე და საარჩევნო ბარიერის გაუქმება.

მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის”

ასე ეხმაურება “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ქართული ოცნების” ინიციატივას რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ.