ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ – დეგნანი

შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ „ღირსების მარშს“.

„საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს. მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარშის მშვიდობიანად ჩატარდება.ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყმნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციას, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.