ისლანდიამ ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა – მოსახლეობის 87% აცრილია

ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში დაწესებული ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ისლანდია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდვები სრულად მოხსნა.

ქვეყანაში 16 წელს გადაცილებულ პირთა 87% უკვე აიცრა ვაქცინის პირველი დოზით, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 48%.