ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურია – ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს

ამ წუთებში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასში  ორი უბნის, მე-16 და მე-4 უბნის შედეგების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ამ უბნებზე საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა.

აქციის მონაწილეები ბიულეტენებისა და ხელმოწერების გადათვლას ითხოვენ, ომისია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.