ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს “კიევის რეჟიმს”, უგუნური ნაბიჯია – მედვედევი

“უგუნური ნაბიჯია” –  ასე აფასებს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,  ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს”.

“როგორც ჩანს, ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, – აღნიშნავს მედვედევი.