ისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

GAZA CITY, GAZA - JUNE 15: Flames are seen after an Israeli air strike hit Hamas targets in Gaza City, Gaza on June 15, 2021. (Photo by Ali Jadallah/Anadolu Agency via Getty Images)

დღს 16 ივნისს , ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია.

ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.

”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის, ღაზას სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე”,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.