ისტორიაში პირველად უკრაინელებმა რუსული “Тюльпан” გაანადგურეს (ვიდეო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, არამხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომში, არამედ თანამედროვე ისტორიის განმავლობაში პირველად მათ გაანადგურეს საბჭოთა თვითმავალი ნაღმმტყორცნი “ტიტა” – САУ 2С4 “Тюльпан”.

მისი აფეთქება უკრაინელებმა რუსი პროპაგანდისტების მიერ გეოლოკაციის გამჟღავნების წყალობით შეძლეს.

“ეს არის ამ კლასის თვითმავალი ნაღმტყორცნის განადგურების პირველი დოკუმენტური დადასტურება, არა მხოლოდ ამ ომში, არამედ ზოგადად თანამედროვე ისტორიაში. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების! დიდება უკრაინას!”,– წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი.