“ისტორიული გადაწყვეტილება” – ვის დაუფინანსდება სტომატოლოგიური მომსახურება

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. მათი ცნობით, დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით.

“გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

“დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება”.

მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას დაევალა, შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება”,– წერია ორგანიზაციის განცხადებაში.