“ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა და კბილებიც მთელი შეგრჩებათ“–კადიროვი დასავლეთის ქვეყნებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და შემდგომ თანამშრომლობაზე დაიქრდნენ. ამის შესახებ კადიროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა ვერ გააცნობიერეს, რომ თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის “გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი.“

“ეს უკვე სხვა, ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გადახედოთ რუსეთის ფედერაციის დაშვლის სტრატეგიას, და აირჩიოთ თანამშრომლობა იმ ქვეყანასთან, რომელიც დასავლეთის მიერ დაგლეჯილი და დამცირებული ქვეყნიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში გადაიქცა სახელმწიფოდ ძლიერი პოლიტიკური წყობით“– თქვა ჩეჩნეთის მეთაურმა.

ის შეახსენებს ყველას პუტინის სიტყვებს იმის შესახებ, რომ თუ ვინმე მოინდომებს რუსეთს რამე მოაკბიჩოს, კბილების გარეშე დარჩება:

“ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა და კბილებიც მთელი შეგრძებათ“– წერს კადიროვი.