იტალიაში საბაგირო კაბინა მოწყდა – დაიღუპა 12 ადამიანი

იტალიაში საბაგირო კაბინა ჩამოვარდა, მაშველებმა კაბინის ნამსხვრევებიდან 12 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

მაშველების თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ისინი კიდევ ერთი სავარაუდო გარდაცვლილის ცხედარს ეძებენ.

ინციდენტი ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბაგირო კაბინა მთა მოტარონეს სიახლოვეს, ჩავარდა.