იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში სახლში მყოფი 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული.

გამომძიებლების ცნობით, დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.

სამართალდამცავები ეჭვმიტანილ პირს ეძებენ.