ხუთშაბათი, 25 აპრილი , 2024, 14:49

იტყვით ლარი მყარდებაო, მეორე დღეს სუსტდება, თარსი ხართ, ხმა არ ამოიღოთ – გოცირიძე მინისტრს

“იტყვით ლარი მყარდებაო, მეორე დღეს სუსტდება, თარსი ხართ, ხმა არ ამოიღოთ”- ასე მიმართა, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ, ფინანსთა მინისტრს.

“რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო – სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ”- აცხადებს რომან გოცირიძე.