იურიდიულმა კომიტეტმა “აგენტების შესახებ” რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

ფოტო : ვახო ქარელი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის განხილვა დილის 09:30 საათიდან 19:00 საათამდე,  ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობის გარეთაც, აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში “მონებოს”, “არა რუსულ კანონს” და “მოღალატეებოს” შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.

ბიუროს სხდომა რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვაც უნდა შეეტანათ, კანონპროექტის გატანა პლენარულ სხდომაზე ხვალ 7 მარტს იგეგმება, მანამდე კი, 10:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.

რუსული კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ დეპუტატების:  სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.