იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.კანონპროექტს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ.

განხილვისას უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს “ქართული ოცნების” 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. პროექტის მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერს მხარს.

სხდომას არ დასწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა 21 ივნისს მოხდება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.