ДДТ–მ და იური შევჩუკმა ომის საწინააღმდეგო კლიპი გამოუშვეს

რუსმა მუსიკოსებმა იური შევჩუკმა და დიმიტრი ემელიანოვმა გამოაქვეყნეს ვიდეო ანტისაომარი სიმღერისთვის “სამშობლო, დაბრუნდი სახლში”. კლიპის რეჟისორი ალექსანდრე კოტია.

შევჩუკი ანტისაომარი პოზიციით არის ცნობილი და ის 1980-იანი წლებიდან, არაერთხელ გამოდიოდა უკრაინასთან დაპირისპირების წინააღმდეგ

ვიდეო ჯგუფის ოფიციალურ YouTube არხზე გამოქვეყნდა.

აგვისტოს შუა რიცხვებში მუსიკოსი 50 000 რუბლით დააჯარიმეს ადმინისტრაციული მუხლით რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ.

უფაში გამართულ კონცერტზე მან ომის საწინააღმდეგო სიტყვა წარმოთქვა და სხვა საკითხებთან ერთად თქვა, რომ „სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდამ უნდა კოცნო“.