იქნება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება – ბლინკენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

ამერიკის ხელისუფლებას განზრახული აქვს რუსეთზე ზეწოლა იმდენ ხანს გააგრძელოს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

აშშ–მ ერთ–ერთმა პირველმა შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და დაიწყო დასავლური ქვეყნების თანამოაზრეთა კოალიციის შექმნა ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, რათა ისინი მზად ყოფილიყვნენ საპასუხო ქმედებებისთვის, როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ზეწოლა იქნება როგორც სანქციებით, ისევე სავაჭრო და დიპლომატიური.

მან ასევე მხარდაჭერა გამოთქვა უკრაინის მიმართ და პირობა დადო, რომ ამერიკული საელჩო კიევში უახლოეს მომავალში მუშაობას განაახლებს.