იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? – გოცირიძე სააკაშვილზე

ენმ-ს დეპუტატის, რომან გოცირიძის განმცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ მან ბოდიში სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების გამო მოიხადა.

“სადაც მადლობელია, მადლობა უნდა თქვას, სადაც მოსაბოდიშებელია, ბოდიში უნდა მოიხადოს, სადაც საჭიროა უნდა გაიღიმო. მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ბევრჯერ იყო. მათ შორის ბოდიში, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ შექმნა, ბოდიში მოიხადა ძალოვან სტრუქტურებში მომხდარი დანაშაულებებისთვისა და გადაცდომებისთვის”,- ამბობს გოცირიძე.

ის მამუკა მდინარაძის განცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის განცხადება “ნიანგის ცრემლები” იყო.

“ეს არის შემაჯამებელი ბოდიში, რომელიც ნიშნავდა, რომ მეტი შემეძლო გამეკეთებინა – ვერ გავაკეთე. ბევრი კი გავაკეთე – სასწორზე რომ დაიდოს კარგი და შეცდომები, ძალოვან სტრუქტურებში დაშვებულ შეცდომებს სიკეთე გადაძალავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო საჭირო კიდევ ერთხელ, რომ მას ეჩვენებინა, რომ წარსულის გააზრება კარგად შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას და თავად მიხეილ სააკაშვილს.

იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.