იქნებ ყვება ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებდა მაშინ? მეგობრობდნენ ისინი იმ დროს – ანა დოლიძე სააკაშვილის პროცესზე

“იქნებ ყვება ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებდა მაშინ? მეგობრობდნენ ისინი იმ დროს”- ასე ეხმაურება, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელსაც თავად ბრალდებული ვერ დაესწრო.  ამის შეასხებ, ანა დოლძემ, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა

“მე ვიყავი იმ დაზარალებულების მხარეს, რომლებიც ძალიან ბევრ საქმეში სადაც არის ბრალდებული სააკაშვილი, ისინი მონაწილებოდნენ. ჩვენ არ გვაინტერესებს 7 ნოემბერზე რა აქვს სათქმელი სააკაშვილს? ძალიან მაინტერესებს. თუნდაც იმ ხალხს ვინც ითხოვდა მის გასამართლებას. გარდა იმისა რომ მას ამის კონსტიტუციური უფლება აქვს გვაინტერესებს რას ამბობს ეს კაცი მის როლზე, იქნებ რას ყვება იქნებ ვის ადებს ხელს? მას აქვს უფლება პირდაპირ დაუსვას კითხვები ყველა მოწმეს, მას აქვს უფლება მოყვეს პირველ პირში იქნებ ის ყვება ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებდა მაშინ? ისინი მეგობრობდნენ, თანამშრომლობდნენ იმ დროს” – განაცხადა ანა დოლიძემ.