იყარე კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა – “გირჩი-მეტი თავისუფლების” შეთავაზება მოქალაქეებს

“იყარე კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა”- პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე მოქალაქეებს  თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას სთავაზობს.

“წაკითხვის შემდეგ .. წააკითხეთ თქვენს გარშემო რაც შეიძლება ბევრ ადამიანს

ოქტომბერში არის ადგილობრივი არჩევნები
ამ არჩევნებზე 64 მუციპალიტეტში ვირჩევთ საკრებულოს წევრებს + მერებს/გამგებლებს
თუ ბოლომდე არ ჩაგიქნევია ხელი და გინდა რამე შეცვალოთ ამ ქვეყანაში
ოღონდ მართლა გინდა

ისე გინდა რომ მზად ხარ გასცდე ფბ-ზე კომენტარებს და რეალურ ცხოვრებაში სცადო რეალური პასუხისმგებლობების აღება და გადაწყვეტილებების მიღება

თუ გააზრებული გაქვს რომ შენს მეტი არავინაა ამის გამკეთებელი და ვიღაც ჭვიანი და წესიერი ბიძია/დეიდების ლოდინი, რომ მოვიდნენ და მოგვხედონ, ძვირფასი დროის კარგვაა
გირჩი – მეტი თავისუფლება გთავაზობს ამ ქვეყნის პოლიტიკური რეალობისთვის სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას:

შეგიძლია სცადო საკუთარი თავი პოლიტიკაში და გახდე რომელიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი ან მერი/გამგებელი (ამის შანსი ნაკლებია)
არცერთი მუნიციპალიტეტისთვის ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შედგენილი პარტიული სია, არავინ იცის წინასწარ ამ სიაში ვინ იქნება და ვინ რომელ ადგილზე იქნება
ყველა მუნიციპალიტეტისთვის პარტიულ სიას, ისევე როგორ მერობის/გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს ირჩევენ წევრები
შენ შეგიძლია:

ა) თავად სცადო და იყაროთ კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა

ბ) დაარწმუნო მეგობარი, მეზობელი, ახლობელი, ნაცნობი რომ მან იყაროს კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც უნდა

გ) დააორგანიზო შენი ან შენს მიერ შერჩეული კანდიდატის მხარდამჭერები, გაიმარჯვო პარტიულ პრაიმერისში (თუ კონკურენტი გამოგიჩნდათ) და ისე მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში

დ) გახდეთ რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სცადოთ გავლენა იქონიო რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე

ე) სცადო საკუთარი თავი პოლიტიკაში და შეცვალო ის პოლიტიკური გარემო, რომელზეც შენ და შენს გარშემო მყოფებს გული გერევათ

ჩვენ დაგეხმარებით:

ა) საარჩევნო პროგრამით
ბ) ტრეინინგით
გ) პარტიული ინფრასტრუქტურით (ფბ გვერდი, ფბ ჯგუფები, პორტალი)
დ) ადგილზე ჩამოსვლით და ამომრჩევლებთან კომუნიკაციით
ე) საარჩევნო ადმინისტრაციასთან სამართლებრივი საკითხების მოგვარებით
ვ) მედიაში გაშუქებით (როგორც შევძლებთ)

რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:

1. შეავსე ეს ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLScGCaV_234D…/viewform
2. შეავსებინე შენ გარშემო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს
3. დარეგისტრირდი და დაარეგისტრირე ისინი პორტალზე: https://girchi.org/ge/user/register
4. გადაიხადე სიმბოლური საწევრო (5 ლარი)

თითოეულ მუნიციპალიტეტში პარტიულ სიას შეადგენენ და მერობის/გამგებლობის, ისევე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატებს შეარჩევენ ის მხარდამჭერები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან პორტალზე და სიმბოლური საწევროს გადახდით მინიჭებული ექნებათ წევრის სტატუსი

თუ გსურს რომელიმე მუნიციპალიტეტში იყარო კენჭი, შენს ინტერესშია პორტალზე რეგისტრირებული გყავდეს რაც შეიძლება ბევრი წევრის სტატუსის მქონე მხარდამჭერი იმავე მუნიციპალიტეტიდან
ყველაფერს წყვეტ შენ
დრო ბევრი არ გვაქვს, ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად გაქვს მისაღები
თუ გადადგამ ამ ნაბიჯს, დაგეხმარებით ყველაფრით რითიც შეგვიძლია
ოღონდ შენი გასაკეთებელია, ვერც მე, ვერც ვერავინ ამას შენს ნაცვლად ვერ გააკეთებს
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაგეხმაროთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით
გამოიყენე ეს შანსი, თუ არ სცადე ვერასოდეს გაიგებ რისი გაკეთება შეგეძლო
თუ რაიმე შეკითხვა გექნება, მისწერე ანა ჩიქოვანს

ოღონდ არ დაიწყო დრო არ მაქვს, სხვა საქმე მაქვს, მაგის ნერვები არ მაქვს და ა.შ. და ა.შ.
მეც მაქვს საქმეები, მეც არ მაქვს დრო, მეც მყავს ოჯახი, მეც მიყვარს კომფორტი, მეც მირჩევნია მშვიდი ცხოვრება

მაგრამ სხვა არავინაა, ჩემი გასაკეთებელი მაინც ჩემი გასაკეთებელია
64 მუნიციპალიტეტია

სადღაც შეგიძლია გახდე მნიშვნელოვანი ცვლილებების დამწყები
მთავარია მოინდომო და არ შეგეშინდეს” – წერს ზურა ჯაფარიძე.