იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა – საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

“იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა”- ასე აფასებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც, ოპერატორები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

“ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა – შესაძლებელი არის მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ თანამედროვე ეკლესიას არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.~

ცნობისთვის, დღეს, 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები, დაშავბეულია ტვ პირველის ჟურნალისტი პაპუნა შუშანია, რუსათავი 2-ის ოპერატორი. მძიმედ დაშავდა ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, რომელიც ამჟამად მრავლობითი მოტეხილობებით სააავადმყოფოშია გადაყვანილი.