”სახელმწიფო მზადაა, რომ  პატიმრის ნებისმიერი საჭიროება დააკმაყოფილოს სამედიცინო თვალსაზრისით და იღებს მკურნალობაზე პასუხისმგებლობას.  ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მოშიმშილის უფლებაა, იშიმშილოს, ასევე, მის პასუხისმგებლობაზეა ამ ყველაფრის შედეგები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გაუწიოს სათანადო სამედიცინო სერვისი. თუ სწორად დავალაგებთ ამას, ფაქტების მიხედვით, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება.”

ამბობს “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე, ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე  რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს.