იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი – სააკაშვილი მელიას გათავისუფლებაზე

“იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი “- ასე ეხმაურება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

”მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი.”- წერს სააკაშვილი.