კადიროველები უკრაინელებთან ერთად რუსებსაც ძარცვავენ – დაკარგული იარაღის გამო ოკუპანტს სიკვდილით სჯიან

რუსეთ-უკრაინის ომში, ტიკ-ტოკერი კადიროველი სამხედროები უკრაინელების გარდა რუს ოკუპანტ სამხედროებსაც ძარცვავენ, დაკარგული იარაღის გამო კი ოკუპანტებს სარდლობა სიკვდილით სჯის. ამის შესახებ ინფორმაციას, UNIAN-ი ოკუპანტების სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა.

ხერსონის ოლქში, ერთ-ერთი ოკუპანტი ახლობელს ტელეფონით ეუბნება, რომ  ჩეჩნებმა მისი პისტოლეტი მოიპარეს რის გამოც მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე ემუქრება.

– მოდიან და გვეუბნებიან რომ სალოცავად მოვიდნენ, ვეუბნები რომ წავიდნენ რადგან ჩვენ დაზვერვაზე ვიმყოფებით – უყვება აღშფოთებული რუსი სამხედრო ახლობელს ტელეფონით.

სარდლობა რუს სამხედროს, რომელმაც იარაღი “დაკარგა” სანგრების  გასათხრელად აგზავნის და შემდეგ აძლევს 2 დღეს რომ საკუთარი იარაღი მოძებნოს.

– თუ იარაღს ვერ ვიპოვი, დამხვრეტენ და შემდეგ დაწერენ ჩემზე რომ უბრალოდ დავიკარგე”. ამბობს ოკუპანტი