ჩანაწერები შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნიდან. რაზე საუბრობენ პატიმრები

ტვ პირველი ავრცელებს ფარულად ჩაწერილ კადრებს, რომლებიც მათი თქმით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და  გლდანის ციხეში, იმ სანკებშია გადაღებული, სადაც შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები იმყოფებიან. სხვადასხვა საკანში დამონტაჟებულ კამერებზე ბრალდებულების საუბრებია ჩაწერილი.  ნოდარ მელაძის თქმით მათ რამდენიმე საათიანი მასალა მიაწოდეს, თუმცა დღეს ეთერში მხოლოდ ჩანაწერების ნაწილი გაუშვეს.

ერთერთ ჩანაწერში, რომელიც  ტვ პირველის თქმით ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გადაღებული ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, თვითონ რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც დაემუქრებიან მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ოჯახს. მასთან ერთად საკანში მყოფი პირი კი ამბობს, რომ მსგავსი შურისძიება არასწორი იქნება.

ტელეკომპანია ინფორმაციით კობა ჩიტიძე ოჯახში ძალადობისთვისაა ბრალდებული. როგორც ჩიტიძემ გამოძიებას უთხრა, რომ რევაზიშვილმა საკანში მას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა აღუწერა.

მეორე ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს კამერაში. როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მამამისი შურს იძიებს.

კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლავ ზ.ხ. საუბრობს. სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, რომ ვერ ხვდებ ტოიტა ქამრის მეექვსე მგზავრს, ვასილ მახარაძეს ბრალი რატომ არ დაუმძიმეს. მისივე თქმით, ის და მახარაძე იმ ღამით ერთნაირად იქცეოდნენ, თუმცა ბრალი მხოლოდ მას დაუმძიმეს.

“შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით მეთქი, მაგრამ არ წამოვიდნენ”, — ისმის ვიდეოში, თუმცა დაუდგენელია ვინ ამბობს ამას და  რას გულისხმობს, მაგრამ სავარაუდოდ, იგულისხმება გიორგი შაქარაშვილი.

ტვ პირველის თქმით, ისინი ვიდეოს დანარჩენ ფრაგმენტებს მოგვიანებით გაუშვებენ.