“კალაძე აფორმებს ახალი კონტრაქტს ახალ პირობებზე. ადრე ეს მილანში ხდებოდა, ახლა ეს თბილისში ხდება. კონტრაქტის პირობებია ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეუბნებიან, რომ ახლა შენ კენჭი იყარე და შენი ფული დახარაჯე ამაში და ამის სანაცვლოდ, ქართული ოცნება დაგერქმევა და მეტი არაფერი, ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობაა, თუ საარჩევნო ფულს დახარჯავს პარტია და თუ რამე კითხვებია მის მიმართ სამართალდამცავ სისტემაში, ყველაფერი დახურება.

კალაძე ახლა, ჩემი აზრით, კონტრაქტის პირობებზე ელაპარაკება ქართულ ოცნებას და სწორადაც იქცევა. თუ ისინი თვლიან, რომ კალაძე არის საუკეთესო კანდიდატი და პარალელურად კაცად არ აგდებენ, რატომ მოაწერს ხელს. მას აქვს ეს გამოცდილება წინა ცხოვრებიდან, 2 შაურად არ იყიდება და ძალიან სწორსაც აკეთებს”

აცხადებს TV პირველის ეთერში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კალაძის მიერ თბილისის მერობაზე კენჭყისყრაზე.