კანადა რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ახალი სანქციები შეეხება ათ პირს, რომლებიც “თანამონაწილე“ არიან რუსეთის მიერ უკრაინაში “გაუმართლებელ შეჭრაში“.

მისი თქმით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ხელისუფლების ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები, ოლიგარქები და რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდამჭერები.

“ამ ადამიანთა სახელები აღებულია ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსი ნავალნის შედგენილი სიიდან. ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის შიდა წრეზეც”,– აღნიშნა ტრუდომ.