“კანონმორჩილი ხალხი ვართ” – ფალავანდიშვილებიც განყოფილებაში გადაიყვანეს

ფოტო: ნეტგაზეთი

მოძალადე, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, სახლში პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა.

“ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს. ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას”,– თქვა ფალავანდიშვილმა.

მისივე განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიცია მათ დააკავებს, საპასუხოდ კი შსს-ს მოუწოდებს, დააკავოს თბილისი პრაიდის წევრები და “მედიატერორისტები”.

პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურა მახარაძის სახლშიც და ისიც ამჟამად განყოფილებაშია გადაყვანილი.