კარგა ხანია შესულია, აქ მთავარი ისაა, ვინ გამოვა – ბობოხიძე ელისაშვილზე

“კარგა ხანია შესულია, აქ მთავარი ისაა, ვინ გამოვა”- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

“ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია და არა მარტო ალეკო ელისაშვილი. აქ მთავარი ის კი არაა, ვინ შევა პარლამენტში, მთავარია, ვინ გამოვა პარლამენტიდან, იმიტომ, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, ოღონდ ალეკო ელისაშვილის და იოსელიანის გარდა, დანარჩენებმა დაწერეს განცხადება გამოსვლაზე, უბრალოდ, ქართული ოცნება არ აკმაყოფილებს ამ განცხადებებს.

იტყვიან, რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიციას და იმიტომ არ ვხსნით, რომ დავტოვოთ კარი მოლაპარაკებისთვისო. კარები მოლაპარაკებისათვის ყოველთვის შეიძლება გავაღოთ, ოღონდ ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება, ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან არაფერი აქვს სალაპარაკო პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწყვეტილი და დახურულია”, – ამბობს იგი.