კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის – ზურაბიშვილი დანიელსონის შმეოთავაზებულ დოკუმენტზე

“კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის “- ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდნენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

“ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში ჯერ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ქრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის”, – წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.