კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ.

“მადლობას გიხდით წერილისთვის, რომელიც 14 მაისს გამოგვიგზავნეთ. როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ჩვენ ვიმუშავეთ გახანგრძლივებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

19 აპრილის შეთანხმება მიჩნეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს რთული ბრძოლის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია გადადგას ნაბიჯი პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენისკენ რეფორმების შემდგომი გატარებით, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომელიც შედგა რთული მედიაციის პროცესით და მის შინაარსს სრულად ფლობენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. შეთანხმების პირველი მუხლის მიხედვით, შეთანხმება ასახავს ვალდებულებას, განხილულ იქნას პოლიტიზებული სამართლის შემთხვევები.

შეთანხმების მიხედვით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ვალდებულებების. მათ შორის, ამნისტიის კანონის ზუსტი შესრულება, რომელიც შეესატყვისება შეთანხმების წინასწარ განზრახულ მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისევე როგორც სხვა კონვენციებს, რომელთა წევრიც არის საქართველო.

ამნისტიის კანონი ეხება მტკივნეულ მომენტს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლებს, არამედ გამოწვევებსაც, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ.

ასეთ პოლარიზებულ გარემოში, საჭიროა პარლამენტში ინკლუზიური პროცესი იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რაც ხელს შეუშლის ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოუტანს. შეთანხმების დასკვნის მიხედვით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უზრუნველყოს მისი წარმატებული იმპლემენტაცია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის.

ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და იმოქმედოს სამართლიანად და პასუხისმგებლიანად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით”. – ნათქვამია ჰარცელის და დეგნანის წერილში.