კასპის რაიონში კაცი, სავარაუდოდ, ხარმა მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხარმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა. მამაკაცს ხარი საძოვარზე ჰყავდა წაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.