კახა კახიშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

”დავტოვებ პარტიას, თუ არ გაითვალისიწინებენ ჩემს აზრს”- მმართველი გუნდის  ერთ-ერთი წევრი, კახა კახიშვილი, “ქართულ ოცნებას” ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილებებს გუნდში მისგან დამოუკიდებლად მიღებენ და არ იქნება ჩართული ის პარტიას დატოვებს.

”იმ შემთხვევაში შეიძლება დავტოვო პარტია, თუ ვნახავ რომ ჩემი აზრი არავის აინტერესებს პარტიაში და კონკრეტულად კრიტიკულ საკითხებზე ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს რომ მე არ ვიქნები ჩართული” – ამბობს კახიშვილი.

ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. აღნიშნულ განცხადებას, კი პარტიის თავჯდომარე კობახიძე გამეოხმაურა, რომელმაც თქვა რომ რომ  პარტიამ კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.