კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავარიის შემდეგად დაშავებულია სამარშუტო ტაქსის სამი მზგავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მათგან ორი ზრდასრული და ერთი არასრულწლოვანია და ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.