კვალიფიციური ექიმების ჩართულობა მნიშვნელოვანია – დეგნანი სააკაშვილზე

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში კვალიფიციური ექიმების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ. როდესაც საქმე ადამიანის ჯანრმთელობას ეხება, კვალიფიციური მედიკოსების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ მის ჯანმრთელობას მონიტორინგს მულტიდისციპლინარული ექიმების ჯგუფი უწევს”, – ამბობს კელი დეგნანი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 27-ე დღეა შიმშილობს.