კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე – დეკანოიძე პარლამენტში შესვლაზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია კვირას, 30 მაისს გადაწყვეტს, შევლენ თუ არა პარლამენტში.

“კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე. კი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები.

იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ”, – ამბობს დეკანოიძე.