კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის, კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყლის მომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

კიევი წყლისა და ელექტრობის გარეშე  გუშინ, 23 ნოემბერს რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დარჩა.