კიევში საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ – აშშ

დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

აშშ-ს საელჩოს განმარტებით, საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინიდან გამგზავრების უფლება აქვთ, თუმცა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა აუცილებლად უნდა დატოვონ არაუგვიანეს 30 დღისა.

საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა.

“ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ასევე ვრჩებით დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი დიპლომატების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის ერთგული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ კიევში აშშ-ს საელჩო კვლავ ღია რეგულარული მუშაობისთვის. ანალოგიურად, ხაზს ვუსვამთ, რომ მისის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემა არ იქონიებს გავლენას უკრაინის გარშემო რუსეთის შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის გადასაჭრელად დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნაზე.

შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”,– ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.