”კინზინგერია, კინზინგერი ცდება. ვეუბნები პირდაპირ, რომ ჩვენ სულ ამით ვამთავრებთ, რომ პირიქით ვართ, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობები, გვჭირდება პირდაპირი დიალოგი, ღია დიალოგი და არა მსგავსი შეფასებები… რას ნიშნავს NGO სექტორის ასეთი მოწოდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სცენაზე ამოვიდნენ და პირდაპირ მოითხოვეს ღარიბაშვილის და მთავრობის გადაყენება. ვინ მოითხოვა, მშვენიერაძე და გიგაური ვინ არიან, ხო? ტექნიკური მთავრობა ვის უნდა შეექმნა, ეს არ არის ანტიკონსტიტუციური? არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს თავის ფუნქცია და ის თუ გადაიჭრება ასეთ საკითხებში, მაშინ, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია კანონმდებლობით, მემგონი დებულებაში უწერიათ, მაგრამ ალბათ კიდევ უნდა გამკაცრდეს რომ… NGO სექტორი რას წარმოადგენს, გამაგებინეთ. თუ პოლიტიკოსობა უნდა, მიბრძანდეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”

ასე ეხმაურება, “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კიზინგერის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ “თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის”.