კითხვებს რატომ არ აჩენს, რა რაოდენობის ქველმოქმედება გააკეთა ივანიშვილმა? – ბითაძე

“კითხვებს რატომ არ აჩენს, რა რაოდენობის ქველმოქმედება გააკეთა ივანიშვილმა?”- ქართული ოცნების დეპუტატის, მაია ბითაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ქველმოქმედება უპრეცედენტოა და

“საერთოდ კითხვებს რატომ არ აჩენს ის, რა რაოდენობით ქველმოქმედება გაწია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა. არ არსებობს პრეცედენტი, სამწუხაროდ, საქართველოში, სადაც არც თუ ისე ბევრი შეძლებული ადამიანია, რომ ამ მასშტაბის საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაეტარებინა. ის დახმარებები და უანგარო ჩუქება ქონების, რომელიც მათ შორის თბილისისათვის აქვს გაკეთებული, თბილისი, რომელიც პრაქტიკულად შეჭმულია და გაყიდულია წლების განმავლობაში თავის ქუჩებიანად, არის უპრეცედენტო”, – განაცხადა მაია ბითაძემ.