კითხვებს, რომელიც არსებობს, უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება – კალაძე ლაშქარავაზე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანაია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ კითხვებს, რომლებიც არსებობს, სწრაფი გამოძიება უნდა მოყვეს.

“ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა – ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.

სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას.

კითხვები რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს”,-წერს კალაძე.