“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ვიოლა ფონ კრამონი

“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს. ევროპარლამენტარის განცხადებით, სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობა კანონის უზენაესობას ანგრევს.

“ძალიან შეშფოთებული ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაჩქარებული წესით დანიშვნით საქართველოში. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია და ეს უკავშირდება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულვებელყოფა გონივრული არაა. “კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.