კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, რომელშიც ნავალნი მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა

ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამვლის დროს მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი 7 მაისს ტყეში სანადიროდ წავიდა და შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა. მისი კვადროციკლი, რომლითაც ის სანადიროდ წავიდა, ჭაობში იპოვეს, ექიმის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად მუხაროვსკის მისი ახლობლები ეძებდნენ, თუმცა შემდეგ პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოებში პოლიციას გარდა, ჩართულია სამაშველო სამსახური, ვერტმფრენი და ასევე ადგილობრივი მოხალისეებიც.

მანამდე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ომსკის კლინიკის ორი ექიმი, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით” მოწამლეს. ის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიაში მკურნალობდა. გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე ნავალნი დააპატიმრეს და 2 წლითადა 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.