კობახიძეები, თალაკვაძეები, ივანიშვილი მე ვერ დამაშინებენ – ბენდელიანი მანქანის დაცხრილვაზე

“კობახიძეები, თალაკვაძეები, ივანიშვილი მე ვერ დამაშინებენ “- ასე ეხმაურება, ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, ბესარიონ ბენდელიანი საკუთარი მანქანის დაცხრილვის ფაქტს. მისი თქმით,  ლეჩხუმში მოქალაქეებს სუს-ი აშინებს და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

“მინდა, ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს – ძალიან კარგად მიცნობს ის მე. 2 ოქტომბერს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან დაიწყება ამ მავნებლური ორგანიზაციის, ოცნების დემონტაჟი. მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შსს-ს და პირდაპირ მინისტრს, გომელაურს – გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და საკადრისად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა ეს ბინძური კამპანია. ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეებითალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ”. – თქვა ბესარიონ ბენდელიანმა ფორმულასთან.