”თქვენ იცით, რა კონტექსტში იყო ეს კითხვა დასმული და რა იყო ამის პასუხი. მაგრამ, იგივე საპატიმროში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით როდესაც წყდება ეს საკითხი, დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს. ხოლო როდესაც ამასთან დაკავშირებით კრამონის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ის პასუხს მიიღებს. მათ შორის ისეთს, როგორსაც, ამ შემთხვევაში მისი პოზიცია იმსახურებს. ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. ხოლო თავად კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული.”

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ Palitranews-ის ეთერში.