”მაგალითად, ირაკლი კობახიძემ რომ თქვას, ხაბეიშვილი კარგი კაციაო, ამაზე იცით როგორ ვინერვიულებ? არ ვიცი, შეიძლება, პოლიტიკიდანაც წავიდე, როცა კობახიძე მაგას იტყვის. კობახიძე ამერიკელებზე ამბობს, რომ ომის დაწყება უნდათ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, კუბილიუსით დაწყებული და ფოტიგათი გაგრძელებული, ზოგს აგენტებს ეძახის, ზოგს ნაციონალებს, ზოგს ამრევებს და ა.შ. კობახიძე რომ ამას ამბობს, ეს არანორმალური არ არის. თქვენ უნდა გაგიკვირდეთ, კობახიძემ სხვა რამე რომ თქვას. ის მუდმივად ცდილობს, მისი მთავარი ოპონენტი ვინც არის და ვისიც ქართულ ოცნებას ეშინია, რაღაცნაირად დააკნინოს ხოლმე. ეს მათი სტილია. სხვათა შორის, რუსული სტილია, რომ კნინობით ფორმაში ისაუბროს. ”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.