კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნების აღმსარულებელ მდივანზე, ირაკლი კობახიძეზე ამბობს, რომ ის უნიჭო არ არის, თუმცა არარაობა აღმოჩნდა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა ქონება, ირაკლი კობახიძე „გლავკანალსა“ და „პერვი კანალზე“ არ უნდა საუბრობდეს.

„შეხედეთ კადრები, ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც ისე გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და „გლავკანალსა“ და „პერვი კანალს“ რომ ამბობ, ივანიშვილმა სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა ? არ ვიცით სად იშოვა? არ ვიცით 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან ? ამ პირობებში „გლავკანალი“ და მსგავსი სხვა რაღაცებს გვახსენებს, გაჩუმდე ჯობია,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.