კობახიძე დეგნანის მიმართ ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

„ტყუილია, ტყუილი,“  – ასე ეხმაურება და პასუხობს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ეს არის ტყუილი.ტყუილია, ტყუილი, “, – განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს „აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.