”ეს კაცი, უფრო ზუსტად არაკაცი, არის ჩამოყალიბებული ნაგავი. იმდენად მყრალი ნაგავია, რომ შურისძიებასაც არ აქვს აზრი. არარაობაზე ხელი არ უნდა გაისვარო. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეს რომ ნაგავია და მანამდე ნაგვად დარჩება, სანამ ეს ნაგავი ნეშოპალად არ იქცევა”

ასე ეხმაურება, გიგი უგულავა,  ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებას.

კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი ცდილობს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით სიმულაციას მსგავსად მისი მეგობრის, იულია ტიმოშენკოსი, რომელიც ციხიდან ინვალიდის სავარძლით გამოვიდა და მეორე დღესვე წამოხტა ეტლიდან.