კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ ექნებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ.

“ამ ეტაპზე რეგულაციებით, რომლებიც შემოდის, მწვანე სტატუსი კოვიდგადატანილ ადამიანს ექნება მუდმივად, ანუ ჩამკეტი არ იარსებებს”,- თქვა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებთ შემდეგ დაწესებულებებში შესვლას:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები,  – ღია და დახურული სივრცეები,
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.